რისი უფლებები არ აქვთ პოლიციელებს „რეიდის“ დროს და რა უნდა ქნას მოქალაქემ, თუ პოლიციელი უფლებამოსილებას გადაამეტებს

Image

 აღნიშნულ საკითხზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი მაია ხუციშვილი საუბრობს.

 

 

პოლიციელს აქვს უფლება პიროვნება გააჩეროს და შეამოწმოს, მათ შორის ზედაპირულად შეამოწმოს.

 

ზედაპირული შემოწმება არ ნიშავს იმას, რომ პირი გაჩხრიკოს და ჯიბეები გადმოუბრუნოს.

 

თუ ამ ადამიანს გარეგნულად ეტყობა, რომ აქვს იარაღი და ვიზუალურად ჩანს, ამ შემთხვევაში ჩხრეკა შესაძლებელია ჩატარდეს. პოლიციელს აქვს უფლება, პირს მოსთხოვოს იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

თუ პირი საეჭვოა, წარსულში ნასამართლევია ან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა შეიძლება დანაშაული ჩაიდინოს, ან იმყოფება ალკოჰოლური/ნარკოტიკული თრობის ქვეშ, შესაძლებელია, რომ მოხდეს მისი შემოწმება.

 

პოლიციის შესახებ კანონი განმარტავს, რომ შემოწმება არ უნდა ლახავდეს პირის პატივსა და ღირსებას. არ უნდა იქნას გამოყენებული მის მიმართ წამება, არაადამიანური მოპყრობა და ასე შემდეგ.

 

თუკი მოქალაქე თვლის, რომ პოლიციელმა გადააჭარბა უფლებამოსილებას, მას შეუძლია მიმართოს განცხადებით სასამართლოს და მოითხოვოს ამ პირის მიმართ რეაგირების მოხდენა.

 

პოლიციელს ჩხრეკის უფლება არ აქვს, მას აქვს ადმინისტრაციული დაკავებისა და გასინჯვის უფლება. ჩხრეკა სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება.

 

ჩხრეკას სხვა საფუძვლები სჭირდება, - სჭირდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და დოკუმენტების ერთობლიობა იძლევა ამის ვარაუდს. ეს ვარაუდი ქუჩაში გაჩერებული პირის მიმართ, ერთი შეხედვით, არ ვიცი რამდენად შეიძლება ჰქონდეს პოლიციელს.

 

მოქალაქეს უფლება აქვს, გაიგოს იმ პოლიციელის ვინაობა, ვინც გააჩერებს. რაიმე დოკუმენტი, რომ შემოწმების უფლება აქვს, პოლიციელს ვერ ექნება, რადგან შემოწმება ამ შემთხვევაში მისი მოვალეობაა. პოლიციელმა უნდა განუმარტოს მოქალაქეს, ვინ არის და რა უნდა ამ ადამიანისგან და პირდაპირ არ უნდა დაუწყოს ჯიბეების ამობრუნება.

 

პოლიციელს არ აქვს ტელეფონის შემოწმების უფლება რეიდის დროს, რადგან ეს პირადი მონაცემებია ამ შემთხვევაში და ამისთვის სჭირდება არგუმენტი, თუ რატომ აკეთებს ამას.

 

 პოლიციელისთვის, რომელიც გადააჭარბებს უფლებამოსილებას, სხვადასხვა სანქციები არსებობს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ზიანი გამოიწვია უფლებამოსილების გადამეტებამ პოლიციელის მხრიდან.

 

შესაძლოა, პოლიციელს დისციპლინარული სასჯელი დაეკისროს, შეიძლება დათხოვნილი იქნეს სამსახურიდან, თუმცა თუ მისი ქმედებები გადაიზარდა სისხლის სამართალში, სხვა სანქციები შეიძლება ამოქმედდეს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.

 

ambebi.ge 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !