-
2014-01-16 21:38
ცნობილი რუსი მომღერალი ჟანა ფრისკე მძიმე ავადმყოფია. ამაზე მეტყველებს „ლაიფნიუს. რუ“-ს ექსკლუზიური კადრები.
კადრები გამოცემას მაყურებელმა მიაწოდა. ის აეროპორტ „შერემეტიევოშია“ გადაღებული, სადაც ჟანა ფრისკე სამედიცინო, გორგოლაჭებიანი საკაცე-საწოლით მიიყვანეს. მომღერლის გარეგნული იერი მის მძიმე ავადმყოფობაზე მეტყველებს, მისი ცნობა ძნელიც კია...
რუსული გამოცემის მიხედვით, ჟანა ფრისკეს მეუღლე დიმიტრი შეპელიევი აცილებდა. წყვილი გერმანიაში ავიარეისზე დარეგისტრირდა.
video: http://www.youtube.com/watch?v=oTOwPSn0UQY