-
2014-09-08 13:34
"ფეისბუქის" უკრაინელ მომხმარებლებში პოპულარულია სამოყვარულო, ერთერთ რესტორანში გადაღებული ვიდეო, სადაც უკრაინელებთან ერთად მყოფი ქართველები უკრაინაში პოპულარულ, ლიტერატურული წარმოშობის სიმღერას "Реве та стогне Дніпр широкий"-ს მღერიან.
სიმღერის ტექსტის ავტორი ტარას შევჩენკოა, ასე იწყება მისი ერთერთი ბალადა. სიმღერის ტექსტი რომანტიკულად აღწერს პეიზაჟს: დნეპრის ღელვას, მთვარიან ცას და გამთენიის სურათს.
სიმღერის მელოდია მეორე მსოფლიო ომის დროს რადიო "დნეპრის" მთავარი მოწოდების მელოდია იყო, ხოლო ამჟამად უკრაინის რადიოს პირველი არხისა და "რადიო უკრაინის" მთავარი მელოდიაა.
ამ ტექსტის მიხედვით ნიკოლოზ ბურაჩეკმა 1942 წელს ფერწერული ტილო შექმნა.
"Браття-грузини співають пісню "Реве та стогне Дніпр широкий"
Не знаю, як у кого, а у мене мороз по шкірі від чоловічого хора взагалі, а від таких пісень вдвічі (მოძმე ქართველები მღერიან "Реве та стогне Дніпр широкий". არ ვიცი, ვის როგორ, მაგრამ მე სისხლი მეყინება მამაკაცთა გუნდის სიმრერებზე და ასეთებზე ხომ - ორმაგად"), - წერს "ფეისბუქზე უკრაინელი მომხმარებელი.
ერთი თვის განმავლობაში ამ ვიდეომ მხოლოდ ერთ გვერდზე 4.174 გაზიარება დააგროვა.