,,დინამო არენაზე" სამართალდამცველებმა მამა მცირეწლოვანი შვილის თვალწინ სცემეს

Image

საქართველო ირლანდიის მატჩის დაწყებამდე  ერთ–ერთი სექტორის შესასვლელთან პოლიციელები  შვილთან ერთად მყოფ მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ ამის შესახებ ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე იქ მყოფი  გულშემატკივარი წერს:

 

Kakha Uriadmkopeli– ის სტატუსი ,,ფეისბუქზე“ :

 

 

,,დღეს ალბათ სხვებიც შეესწარით სტადიონზე მომხდარ ერთ ძალიან ცუდ ფაქტს... თამაშის დაწყებამდე 20 წუთით ადრე მეორე იარუსის დაახლოებით 27-29-ე სექტორების შესასვლელთან პოლიციამ სასტიკად ცემა მამაკაცი, რომელსაც ხელში მცირეწლოვანი ბავშვი ეჭირა.

 

მამაკაცი ბავშვით ხელში სექტორის შესასვლელ კიბეზე იდგა. ალბათ ეს მისი სექტორი არ იყო, რის გამოც არ უშვებდნენ და ამას მოყვა შელაპარაკება, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, არაფერი ამართლებს იმას, რაც ამის შემდეგ მოხდა.

 

პოლიციელმა მამაკაცს, რომელსაც დაახლოებით 3-4 წლის ბავშვი ხელში ეჭირა, გამეტებით დაარტყა მუშტი. კაცი კიბეზე წაბორძიკდა, მაგრამ შეეცადა ბავშვთან ერთად არ წაქცეულიყო, თუმცა მეორე დარტყმას ვეღარ გაუძლო და ბავშვთან ერთად დაეცა. დაცემულს მივარდა 5, შემდეგ 10, შემდეგ ალბათ 30 შსს-ს თანამშრომელი. ვიღაცამ მოასწრო ბავშვის გამოყვანა.

 

დაცემული კაცის გარშემო კი პოლიციელთა ისეთი ხროვა შეიკრიბა, რომ მისი წესივრად დანახვა უკვე შეუძლებელი იყო. ხალხი რომელიც გაშველებას ცდილობდა, პოლიციელთა ჯგრომ უპრობლემოდ ჩამოიცილა. პოლიციელები იგინებოდნენ, იმ კაცისგან კი მხოლოდ ერთი გავიგე - "იძი ნა *უით". შეიძლება მანამდე უფრო მწარედაც შეიგინა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ბავშვს რომ ხელიდან გაგაგდებინებს ათეულობით "სამართალდამცველი" და გამეტებით გირტყამს, რთულია ნერვებმა არ გიმტყუნოს.

 

ერთმა პოლიციელმა დაიყვირა - ხელები გადაუგრიხეთო და გადაუგრიხეს კიდეც და ხელებგადაგრეხილს ისევ ურტყამდნენ ხელებითაც და ფეხებითაც. შემდეგ გაათრიეს და ალბათ განყოფილებაშიც წაიყვანეს. ხალხის კითხვაზე, თუ რატომ აკეთებდნენ ამას, პასუხი (უფრო ყვირილი) მარტივი იყო - გაიარეთ, თქვენი საქმე არაა.

 

ბავშვი კი ამ დროს ტიროდა (ოპტიკური სათვალეები ეკეთა და კიდევ კარგი ჩხუბის დროს ზედ არ შეატყდა), ოდნავ გამოვიყვანეთ იმ ადგილიდან და მოვატყუეთ, მამა ნაყინის საყიდლად წავიდაო. კიდევ კარგი იქვე მამამისის მეგობარი გამოჩნდა და ბავში ჩაიბარა. არცერთი, არცერთი პოლიციელი არ მოსულა და არ უკითხავს ბავშვის ბედი!!!“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !