
"მალაიზიის ავიახაზების" კუთვნილი "ბოინგი" 17 ივლისს სეპარატისტების მიერ კონრტოლირებადი ტერიტორიიდან, "დედამიწა-ჰაერი" ტიპის რაკეტის გასროლითაა ჩამოგდებული", - ამის შესახებ მალაიზიის პრემიერმინისტრმა ავსტრალიის პრემიერთან ერთად გამაღთულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მალაიზიის პრემიერი ნაჯიბ რაზაკი ავსტრალიელ კოლეგასთან ტონი ებოტთან ერთად აცხადებს, რომ დაზვერვის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების შემდეგ უკვე უტყუარად შეიძლება მსჯელობა იმაზე, თუ რა გახდა "საშინელი დანაშაულის შედეგად მომხდარი ტრაგედიის" მიზეზი და საიდან მოხდა გასროლა.
ამასთან, მალაიზიაში შექმნილი კომისიის დასკვნამ რამდენიმე დღით დაასწრო ნიდერლანდებში იგივე მიზნით შექმნილი კომისიის დასკვნას, რომელიც სამშაბატს გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს ჩამოგდებული "ბოინგის" დაღუპულ 298 მგზავრს შორის უმრავლესობა ჰოლანდიელი იყო.
საბოლოო და ყოვლისმომცველი დასკვნა ამ კატასტროფის შესახებ 17 ივლისს, ტრაგედიის წლისთავზე გამოქვეყნდება. შესაბამისად, მალაიზიის პრემიერი იმედოვნებს, რომ მანამდე შესაძლებელი გახდება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება, რათა დამნაშავეები დაისაჯონ.