ჯაფარიძე: ,,ნაციონალური მოძრაობა“ რეგულარული ბრიფინგების ჩატარებას იწყებს

Image

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის სფეროში გატარებული პოლიტიკა შეაფასა და მას „მეტწილად მცდარი“ უწოდა.

ჯაფარიძის განმარტებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ კუთხით 20 მთავარი შეცდომა გამოკვეთა, თუმცა, მისივე თქმით, შეცდომები ბევრად მეტი იყო. ჯაფარიძე აცხადებს, რომ ეს შეცდომები „ნაციონალური მოძრაობის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება:

 

,,ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს რეგულარული ბრიფინგების ჩატარებას. ერთგვარი შემაჯამებელი ბრიფინგების, სადაც ჩვენ შევაფასებთ ხელისუფლების პოლიტიკას 2013 წლის და იმ შედეგებს, რომელიც ამ პოლიტიკამ მოიტანა სხვადასხვა მიმართულებით.

 

ჩვენ შევაფასებთ ჯანდაცვის პოლიტიკას, განათლების პოლიტიკას, სოფლის მეურნეობას და ა.შ. დღეს გვაქვს ასეთი პირველი ბრიფინგი: შევაჯამებთ ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას.

 

ჩვენი შეფასებით, 2013 წლში ხელისუფლების გატარებული პოლიტა იყო მეტწილად მცდარი. დაშვებული იყო რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომა. ჩვენ დღეს ოფიციალურად გამოვაქვეყნებთ და საჯაროს გავხდით დოკუმენტს, სადაც ჩამოთვლილი იქნება 20, ჩვენის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა, რომელიც დაუშვა ხელისუფლებამ ეკონომიკურ პოლიტიკასთან მიმართებაში.

 

შემიძლია ჩამოვთვალო მაგალითად, ერთი - ეს იყო ხანგრძლივი დისკუსია კანონმდებლობის ცვლილებაზე: რეგულაციების შემოღება შრომის ბაზარზე, ეს იყო აღსრულებაზე მორატორიუმის შესახებ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში და ხანგრძლივი დისკუსია ამის თობაზე.

 

ეს იყო ახალი ბიუროკრატიების შექმნა, ეს იყო საუბარი იმაზე, რომ შეიქმნას საპენსიო ფონდი, ეს იყო საუბარი იმაზე, რომ შეიქმნება სახელმწიფო სადაზღვევო ფონდი, ეს იყო კანონის მიღება იმასთან დაკავშირებით, რომ აიკრძალოს მიწის გაყიდვა უცხოეთის მოქალაქეებზე და ა.შ.

 

ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი 20 მთავარი შეცდომისა, თუმცა მაშინ, როცა ჩვენ ამაზე ვმუშაობდით, 100-მდე ავედით ასეთი შეცდომების ჩამოთვლის დროს. ჩამონათვალს დღეს გამოვაქვეყნებთ და დაიდება ოფიციალურად ჩვენს ვებგვერდზე.

 

ამ არასწორი პოლიტიკის შედეგად საქართველომ 2013 წელს დაკარგა შემდეგი: ეკონომიკური ზრდა შენელდა დაახლოებით 3-ჯერ. ბიუჯეტში ჩვენ გავხარჯეთ დაახლოებით ერთი მილიარდი ლარის ე.წ. უსაფრთხოების ბალიში, რომელიც ამ ხელისუფლებამ გადაიბარა ჩვენი ხელისუფლებისგან.

 

ჩვენ დავკარგეთ ეკონომიკაში დაახლოებით ერთნახევარი მილიარდი ლარი, ხოლო ბიუჯეტში დავკარგეთ დაახლოებით ერთი მილიარდის შემოსავალი.

 

გარდა ამისა, 2014 წელს, ანუ წელს უკვე ახალი ბიუჯეტით, ჩვენ გვიწევს დაახლოებით 1,6-დი მილიარდი ახალი ვალის აღება. საერთო ჯამში, ქვეყნის ვალდებულებები წელს იზრდება 800 მილიონით და ტყუილია მთავრობის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტ ვალს ვისტუმრებთ, ვიდრე ვიღებთ.

 

საბიუჯეტო დეფიციტი იზრდება 4%-მდე, რაც სცდება ევროპის სტანდარტულ მაჩვენებელს 3%-ს. ვიღებთ 600 მილიონიან შიდა ვალს, რომელიც რაში დაიხარჯება, ჯერჯერობით არავინ იცის. პირველად უკანასკნელი წლების განმავლობაში წელს გვაქვს ბიუჯეტი, სადაც არ იზრდება პენსიები.

 

გარდა ამ შემაჯამებელი ნაწილისა, ჩვენ გვინდა გამოვეხმაუროთ ასევე იმ განცხადებებს, რომელიც პრემიერმინისტრმა გააკეთა გუშინ და დღეს. ორ შეხვედრაზე მან გარკვეული განცხადებები გააკეთა ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებაში და გვინდა ამასაც აუცილებლად ვუპასუხოთ.

 

პირველი, პრემიერმა განაცხადა, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ გადაიბარა ქვეყანა, სადაც ეკონომიკა იყო იმპორტზე ორიენტირებული და მოსახლეობის 54% იყო დასაქმებული სოფლის მეურნეობის სექტორში.

 

ჩვენ გვინდა ვუთხრათ პრემიერს, რომ იმპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა, ასეთი რამე ბუნებაში არ არსებობს და ეს არის აბსურდი. საქართველოს ჰქონდა და ჯერ კიდევ აქვს თავისუფალი ეკონომიკა, სადაც ერთნაირად იზრდებოდა როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი და ეს არის სწორი პოლიტიკა.

 

თუ ისინი გააგრძელებენ ე.წ. ექსპორტზე ორიენტირებულ პოლიტიკას იმპორტზე ორიენტირებულის საწინააღმდეგოდ, ეს საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს ეკონომიკის კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობამდე.

 

რაც შეეხება მოსახლეობის 54%-ის დასაქმებას სოფლის მეურნეობის სექტორში, ასევე გვინდა შევახსენოთ პრემიერს, შეიძლება მან არ იცის, რომ ეს არ არის ნაცმოძრაობის მემკვიდრეობა.

 

ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვა საბჭოთა კავშირმა, არის ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, ამ მემკვიდრეობის გამოსწორებას დასჭირდება კიდევ ძალიან ბევრი წელი. მას ვერ მოასწრებს ვერც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !