ხიდაშელი: იმედი მაქვს ოპონენტები არ იტყვიან კეზერაშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერლიაო

Image

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თინა ხიდაშელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე დავით კეზერაშვილის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვა.

დეპუტატის ინფორმაციით, საზოგადოება კეზერაშვილის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიიღებს:

"მთელი მინისტრობის განმავლობაში კეზერაშვილი არ ყოფილა არც ერთი დღე ბიზნესმენი. საქართველოს არასოდეს არ გაუგია იმის შესახებ, რომ ამ ადამიანს, რაიმე ბიზნესი ჰქონდა რაც მას ქონების დაგროვების საშუალებას მისცემდა. აღმოჩნდა, რომ მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ, ეს ადამიანი გახდა შპს "ლუკოილის" 50%-იანი წილის მფლობელი. სიმბოლურ ფასად მიიღო მან ეს აქტივები. ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ ეს იყო ბიზნესის "გათეთრება" და მას ეს ბიზნესი მანამდეც ჰქონდა, სანამ მინისტრი იყო, უბრალოდ, ამაზე არ საუბრობდა. როდესაც გაჩნდა "გალფი", მაშინვე გაჩნდა მოსაზრება როგორ მოახდინა ზეწოლა სხვა პატარა ქსელებზე იმისათვის, რომ ჩაენაცვლებინა ისინი საკუთარი კომპანიით. დღეს ეს ფაქტი დადასტურდა, რასაც დიდი ხანი უარყოფდა ეს ადამიანი, რომ 2012 წლის ოქტომბრამდე იყო ამ ქსელის მესაკუთრე, ისევე როგორც ბევრი სხვა ბიზნესის, რომელიც ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის შვილობილია

ასევე ძალიან ბევრი სკანდალი იყო იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებითაც და მინდა დარწმუნებით გითხრა, რომ ეს დოკუმენტები ძალიან მალე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. რამდენიმე ჟურნალისტისგან მე მაქვს პირობა, რომ მათ აქვთ ეს დოკუმენტები და გამოაქვეყნებენ უახლოეს პერიოდში

უსწრაფეს დროში ქართულ საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას ერთი, თავად ამ მილიარდიანი ბრუნვის შესახებ, როგორ აღმოჩნდა ამ კაცის ანგარიშზე ამდენი ფული და მეორე, როგორ მოახერხა მთელი სიცოცხლის განმავლობაში საჯარო მოხელე დავით კეზერაშვილმა უცებ მილიონერად გახდომა და მეორე ასევე იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით დეტალებსაც ძალიან მალე გაიგებს საზოგადოება პროკურატურის დახმარებით

მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ოპონენტები არ იტყვიან კეზერაშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია და მის წინააღმდეგ პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებს ვინმე. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტებს გაეცეს პასუხები", - განაცხადა ხიდაშელმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !