საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინს პასუხობს

Image

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა.

 

"დადებითად ვაფასებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მზაობას, საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ქართული მხარის ინიციატივით გასულ წელს დაიწყო საქართველო–რუსეთის პირდაპირი დიალოგი, რამაც გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო, თუნდაც პრაქტიკულ სფეროებში კავშირების აღდგენის თვალსაზრისით.

ჩვენი სურვილია ეს დიალოგი გაგრძელდეს და ნაბიჯ–ნაბიჯ მივუახლოვდეთ რთული, დელიკატური პრობლემების მოგვარებას. ვფიქრობ, რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვა, რაზეც კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმა პუტინმა, პოზიტიური ნაბიჯი იქნება ჰუმანიტარული ურთიერთობების ხელშეწყობის თვალსაზრისით.

ვადასტურებ, რომ საქართველოში რუსი ხალხის მიმართ იყო და არის კეთიგანწყობილი დამოკიდებულება, რაც კარგი საფუძველია მომავალი თანამშრომლობისთვის. რაც შეეხება უახლესი ისტორიის ტრაგიკულ მოვლენებს, მათ მიზეზებსა და შედეგებზე რუსეთისგან განსხვავებული პოზიციები გაგვაჩნია.

მოგეხსენებათ, რომ კერძოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ვრცელი და კომპეტენტური დასკვნა გაკეთდა ევროკავშირის ეგიდით შექმნილი ე.წ. "ტალიავინის კომისიის" მიერ. ორი ქვეყნის ურთიერთობაში ბოლოდროინდელი წინგადადგმული ნაბიჯები გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !