პროკურატურა: ალექსანდრე ნინუას მოწმის სახით დაკითხვა FBI-მ მოითხოვა:

Image

საქართველოს მთავრი პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნის, ალექსანდრე ნინუას შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ალექსანდრე ნინუას მოწმის სახით დაკითხვა აშშ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) მოითხოვა:

 

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა დამატებით ინფორმაციას ავრცელებს ალექსანდრე ნინუას განცხადებასთან დაკავშირებით.
პროკურატურა ასაჯაროვებს ფაქტს, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2012 წლის 19 ოქტომბერს და 2013 წლის 02 ივლისს შემოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის შუამდგომლობები სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ.
როგორც შუამდგომლობებიდან გახდა ცნობილი, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის და გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ წარმოებდა გამოძიება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ მოთხოვნილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული საპროცესო მოქმედებების ჩატარება, რომელიც მოიცავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ალექსანდრე ნინუას მოწმის სახით დაკითხვას.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ შესრულებულ იქნა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ზემოაღნიშნული თხოვნა, კერძოდ, ჩატარდა მოთხოვნილი საპროცესო მოქმედებები და მათ შორის, 2013 წლის 30 ივლისს მოწმის სახით დაიკითხა ა. ნინუა. დაკითხვას ქართულ მხარესთან ერთად ესწრებოდა გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელი.
პროკურატურა განმარტავს, რომ პროკურატურის მხრიდან ალექსანდრე ნინუას უფლებების შეზღუდვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და მას გააჩნდა თავისუფლად გადაადგილების უფლება. 2013 წლის განმავლობაში არაერთხელ დაფიქსირდა ა. ნინუას მიერ საზღვრის გადაკვეთის ფაქტი, კერძოდ, მან ხუთჯერ დატოვა საქართველოს ტერიტორია. პროკურატურა ასევე კატეგორიულად უარყოფს ალექსანდრე ნინუაზე ზეწოლის ნებისმიერ ფაქტს. საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობისას ა. ნინუას დეტალურად განემარტა მისი უფლებები და მოვალეობები, რაც დასტურდება მისივე ხელმოწერით.
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ალექსანდრე ნინუა პროკურატურის მიერ ორჯერ იქნა გამოძახებული: იგი მოწმის სახით დაიკითხა 2013 წლის 26 სექტემბერსა და 19 ოქტომბერს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. აღნიშნული საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტს. ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2012 წლის 1 აგვისტოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !