-
2013-12-16 17:21
„შეგნებულად წავედი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რათა ყველასთვის საკადრისი პასუხი გამეცა, მაგრამ ეს არ გავაკეთე,“- აცხადებს პოლიციის აკადემიის პრორექტორი ლუკა კურტანიძე.
მისი თქმით, მას სურდა შური ეძია ყველა იმ ადამიანზე, ვინც 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევისას მას შეურაცხყოფა მიაყენა და შს სამინისტროში მუშაობაც ამიტომ გადაწყვიტა:
„პირველად ვამბობ ახლა ამას ,როცა ბატონმა ბიძინამ მკითხა, ლუკა, სად იმსახურებო ვუპასუხე ირაკლისთან-მეთქი და შეგნებულად წავედი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რათა ყველასთვის საკადრისი პასუხი გამეცა, მაგრამ ეს არ გავაკეთე.
არ დაგიმალავთ ბევრჯერ მიფიქრია, მომეძებნა და სამაგიერო გადამეხადა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც დამასახიჩრეს, რკინის ხელკეტებით მცემეს, სისხლში მათრიეს და დამამცირეს, მაგრამ ამ ორ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს ვუფრთხილდებოდი!“- წერს კურტანიძე ღია წერილში, რომელიც ,,ასავალ-დასავალში“ დღეს გამოქვეყნდა.