
15 დეკემბერს კიევის ცენტრში მილიონი ადამიანი შეიკრიბა.
ამის შესახებ უკრაინული და უცხოური მედია წერს. შეგახსენებთ, რომ "მილიონიანი მარში" კიევში სწორედ დღეს იყო დანიშნული. ოპოზიციის ლიდერებმა 15 დეკემბერს "ღირსების დღეც" უწოდეს.
აღსანიშნავია, რომ კიეველების გარდა, დემონსტრანციაში მონაწილეობა ქვეყნის სხვა ქალაქებიდან ჩასულებმაც მიიღეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იანუკოვიჩმა პუტინს ევრომაიდნის 17 დეკემბრამდე დაშლის პირობა მისცა, მაგრამ ამის მიუხედავად, შეკრებილები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ.