-
2013-12-15 20:50
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 15 დეკემბრიდან მოქალაქეებს გამოცდის ჩაბარება როგორც ავტომატური, ისე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე შეეძლებათ.
სააგენტოს ხელმძღვანელის ნინო კობახიძის განცხადებით, თუ პირი გამოცდის ჩაბარებას ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომანქანაზე გადაწყვეტს, მას მხოლოდ შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიეცემა.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე. ჩვენ დავაკმაყოფილეთ ევროდირექტივა. ისევე, როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, თავად აირჩიონ, სურთ, მართონ მექანიკური, თუ ავტომატური მართვის კოლოფიანი ავტომანქანა", - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, ცვლილებები მართვის ახალ მოწმობებსაც შეეხება. სურვილის შემთხვევაში, მასზე მფლობელის სისხლის ჯგუფიც იქნება დატანილი.