-
2013-12-13 13:38
უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ვიტალი კლიჩკოს სურს ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს. გერმანულ ტელე-რადიოკომპანიასთან ARD ინტერვიუში მან განაცხადა, რომ აპირებს საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე წარადგინოს.
მისი პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებებში შედის: უკრაინაში რეფორმების გატარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სოციალური გარანტიების უზრუნველყოფა, ქვეყანაში სწრაფად მზარდი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
კლიჩკომ განაცხადა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების დაპირებებს, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელის მოწერის თაობაზე, არ ენდობა, რადგან პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ამის გაკეთების შესახებ არაერთხელ დადო პირობა, თუმცა, ეს შეპირებები არ შესრულდა.