შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დარიალის სასაზღვრო გამტარი პუნქტი დღეიდან, 30 აგვისტოდან ჩვეულ რეჟიმში ამოქმედდება.
მოქალაქეები 12:00 საათიდან შეუფერხებლად შეძლებენ საზღვრის გადაკვეთას.
პუნქტი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
დარიალის სასაზღვრო გამტარი პუნქტი მეწყერის შედეგად ხეობაში ჩამოწოლილი ნაშალი მიწის და გაწმენდითი სამუშაოების გამო 20 აგვისტოდან არ ფუნქციონირებდა.