როგორი შთაბეჭდილებებით მიდის „კაზანტიპიდან“ უკრაინელი იულია პეტრენკა

Image

როგორც იულია ამბობს, უკვე მეხუთე წელია მეგობრებთან ერთად ამ ფესტივალს ესწრება და ასეთი „კაზანტიპი“ არსად უნახავს.

 

 

 „ეს რაღაც უცნაური „კაზანტიპია“, „ძალიან კავკასიური“, მოკრძალებული და თავდაჭერილი.

 

უფრო მეტ ხალხს ველოდით... ეტყობა, ნიკიტამ მეტი ვერ ჩამოიყვანა. საქართველოს ხელისუფლებისგანაც ჰქონდა რაღაც პრობლემები, ინფრასტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით. ზერელე თანხმობა ჰქონდათ, რამაც ბევრი რამ შეაფერხა... გარდა ამისა, გავლენა უკრაინაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმაც იქონია.

 

ქართულ პოლიციას წესრიგის დაცვასთან ერთად კიდევ ერთი, საკმაოდ რთული ფუნქცია აქვს, აბეზარი ადგილობრივებისგან სტუმარი გოგონების დაცვა. უარის მიუხედავად, ისინი ჯიუტად ცდილობენ ჩვენს გაცნობასა და გამოლაპარაკებას (იცინის)...

 

კარგია, რომ გულწრფელები არიან. თუმცა არ იციან, რომ აქ მყოფი ლამაზმანების უმეტესობა პარტნიორთან ერთად არის ჩამოსული. საქართველოსთვის ასეთი ტიპის ფესტივალი რომ უცხოა, ეს ბევრი რამიდან ირკვევა, - მათთვის ძნელია იმის აღქმა, რომ ამ ათი დღის განმავლობაში ჩვენ ბოლომდე ვიხსნებით საკუთარ თავთან და გარემოსთან და კარნავალს ვიწყობთ. ერთ-ერთი ცეკვის დროს, დანარჩენები ისე გვიყურებდნენ როგორც ავ სულებს. ამაზე ბევრი ვიხალისეთ.

 

ფასები მართლაც მაღალია. წუხელ ერთი ტარო სიმინდი 6 ლარად ვიყიდეთ. იგივე ფასი გადავიხადე ერთ ბოთლ მინერალურ წყალში. თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ძალიან კარგად ვერთობი. მაგრამ რამდენიმე ჩემი მეგობარი კი ამბობს, რომ აქ არასდროს დაბრუნდება.

 

ვიცი, რომ ბევრია იმედგაცრუებული. მე ძალიან მომეწონა აქაურობა. უბრალოდ, ერთ რამეს ვიტყვი - გართობის სურვილი ადგილობრივებს სახიფათო აგრესიაში გადასდით. ეს გართობის ნაკლებობის ბრალია. ეს უფრო პრობლემურია ვიდრე სიძვირე.

 

თავიდან ღამეს ფესტივალის ტერიტორიაზე კარვებში ვატარებდით, შემდეგ ერთ-ერთ სახლში გაგვამწესეს, სადაც დღე-ღამეში 35 დოლარს ვიხდით. იქ რამდენიმე მეგობარი ერთად ვართ და ჩვენი ტაქსი გვემსახურება,“ - ამბობს იულია პეტრენკა.

 

„კვირის პალიტრა“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !