უამინდობა ქობულეთში - აღმაშენებლის გამზირზე, გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ბოძი იქვე მდგომ მსუბუქ ავტომობილს დაეცა და მსუბუქად დააზიანა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. საპატრულო პოლიციის ძალისხმევით, გზის სავალ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა.
წყარო: sazogadoeba.ge