
პეპ გვარდიოლას მორიგი აღიარება. მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი ინგლისის პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად კიდევ ერთხელ დასახელდა.
ქალაქელთა თავკაცმა გამოკითხვაში ლივერპულის დამრიგებელ იურგენ კლოპს, ფულემის მწვრთნელ სკოტ პარკერს და ვულვზის მესაჭე ნუნუ ესპირიტუ სანტუს აჯობა.
აპრილის თვეში, გვარდიოლამ გუნდი პრემიერლიგაში 5-ჯერ ათამაშა და ყველა მატჩი მოიგო. მოქმედმა ჩემპიონმა კარდიფს (2:0), კრისტალ პალასს (3:1), ტოტენჰემს (1:0), მანჩესტერს (2:0) და ლესტერს (1:0).
გვარდიოლამ თვის საუკეთესო მწვრთნელისთვის განკუთვნილი პრიზი კარიერაში მეშვიდედ მიიღო და ამ მაჩვენებლით რაფაელ ბენიტესთან ერთად მესამე ადგილზე გადავიდა. ამ მხრივ საუკეთესო რა გასაკვირია სერ და ალექს ფერგიუსონია (27).
სიტის 95 ქულა აქვს, ლივერპულს მინიმალური სხვაობით უსწრებს და ბოლო ტურში ბრაიტონთანმოგების შემთხვევაში პრემიერლიგის ტიტულს დაიცავს.