
22 თებერვალს, ბრაზილიის მინეირო 1-ში, საფეხბურთო გუნდების „დემოკრატასა“ და „ტუპის“ შეხვედრაზე „დემოკრატას“ თავდამსხმელს, ჟოაო პაულოს პოლიციელების ძაღლმა ხელზე უკბინა.
აღსანიშნავია, რომ „დემოკრატა“ საკუთარ მოედანზე თამაშობდა.
ინციდენტის შემდეგ ფეხბურთელმა შეხვედრის ბოლომდე ჩატარება მოახერხა, თუმცა მატჩის დასრულების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეხვედრა „ტუპიმ“ 0:1 მოიგო.
http://rustavi2.com/