
გუშინ მთავარ პროკურატურაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჯანაშია და მისი თანამშრომლები დაკითხეს.
სავარაუდოდ, გამოძიება უწყების ხარჯებს იკვლევს, თუმცა საქმეს, რომელზეც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები დაიკითხნენ, გრიფი “საიდუმლო” ადევს.
მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრებთან ერთად, პროკურატურაში ყოფილი პირველი ლედის დაცვის ყოფილი უფროსიც დაიბარეს.
ვალერი კილაძე საგამოძიებო უწყებაში გვიან ღამემდე იმყოფებოდა და იგი პროკურორების შეკითხვებს 4 საათის განმავლობაში პასუხობდა.
გამომძიებლებმა სანდრა რულოვსის დამხმარე ქალბატონიც დაკითხეს.