აპც "გირჩის" "გადატვირთვა": უარი სტანდარტულ პოლიტიკურ საქმიანობას

Image

„გირჩი“ ელექტრონულ კომუნიკაციაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდება, - ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც “გირჩმა“ გაავრცელა.  

 

"ჩვენ ვაპირებთ შევცვალოთ პოლიტიკური ბრძოლის როგორც სტრატეგია, ისე ფორმები: - ჩვენ უარს ვამბობთ, ვიყოთ ტრადიციული პოლიტიკური პარტია ოფისებითა და პარტიული სტრუქტურებით.

 

ამიტომ ვაპირებთ, „გირჩი“ ვაქციოთ პირველ სრულად ელექტრონულ კომუნიკაციაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ორგანიზაციად, რომელიც Facebook-ის მეშვეობით გააერთიანებს ადამიანებს, რომელთაც სწამთ თავისუფლების. არასოდეს ვიქნებით Offline და ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ იქნება Public", - აღნიშნულია "გირჩის" მიერ გავრცელებულ წერილში.

 

როგორც წერილშია ნათვამი, "გირჩი" უარს ამბობს პოლიტიკოსების დაყოფაზე მტრებად და მეგობრებად და ითანამშროლმებს ყველასთან, ვისი ქმედებაც სახელმწიფოს წაარდგება.

 

ჩვენ ვაპირებთ, დაგანახოთ თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, როგორ ანადგურებთ საკუთარი შვილების მომავალს იმით, რომ მხარს უჭერთ თავისუფლების შეზღუდვას ამა თუ იმ მიმართულებით.

 

ჩვენ ვაპირებთ დაგანახოთ, რამდენად პირდაპირ კავშირშია თქვენი სიღარიბეში ცხოვრება ქვეყანაში თავისუფლების ნაკლებობასთან. ჩვენ ვაპირებთ დაგანახოთ, თუ რამხელა აბსურდია სიტყვებში - „რა დროს თავისუფლებაა, როცა ხალხს შია“, ვინაიდან გვჯერა, რომ შიმშილის ყველა მიზეზიც თავისუფლების ნაკლებობიდან მოდის.

 

ჩვენ ვაპირებთ, დაგანახოთ, რომ მოქალაქეთა შეზღუდული თავისუფლება პირდაპირი საფრთხეა ქვეყნის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის.

 

ჩვენ გავაგრძელებთ თავისუფლებისთვის ბრძოლას და ამ ბრძოლაში ვიქნებით გაცილებით რადიკალურები, გაცილებით თავისუფლები, გაცილებით რთულად ასატანები ბევრი თქვენგანისთვის.

 

ჩვენ ვიქნებით სარკე, რომელშიც გამოჩნდება ყველაფერი, რაც ყარს ამ ქვეყანაში. #მეტითავისუფლება „გირჩს“,-აღნიშნულია "გირჩის" მიერ გავრცელებულ წერილში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !