-
2014-07-14 20:02
აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური არ ადასტურებს საქართველოს შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოვიდა 2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი ჰეროინი.
ამის შესახებ ,,ნერგაზეთი“ აზერბაიჯანულ მედიაზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანული მედია ავრცელებს აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის ელხან ნაგიევის კომენტარს, რომელიც მან სააგენტო ,,Turan“-ს მისცა.
"ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ჩვენთვის არ მოუმართავთ," - აცხადებს ნაგიევი.
აზერბაიჯანის სხვა უწყებები, მათ შორის შსს, საბაჟო სამსახური, გენერალური პროკურატურა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს საქართველოს შსს-მ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც აზერბაიჯანიდან სატვირთო ავტომობილით შემოვიდნენ და საიდანაც 93 ერთეული 30 კილოგრამიანი კასრი თხევადი ჰეროინით ამოიღეს. შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, "ნარკოტიკები ავღანეთიდანაა, აზერბაიჯანიდან შემოდიოდა საქართველოში და სავარაუდოდ, ევროპაში უნდა მოხვედრილიყო".
წყარო : ნეტგაზეთი
http://www.netgazeti.ge/GE/105/News/33760/