პირველკლასელთა ,,ნეტბუქების" შესყიდვაზე გადაწყვეტილების მიღება განათლების სამინისტროს დაევალა

Image

რომელი კომპანია დაამზადებს პირველკლასელთათვის ,,ნეთბუკებს“ ამას განათლების სამინისტრო გადაწყვეტს. განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მთავრობისგან სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს" მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელებაზე თანხმობა მიიღო.

 

 

სანიკიძის განცხადებით, რამდენიმე დღეში გადაწყდება, თუ რომელი კომპანია დაამზადებს პირველკლასელებისთვის „ნეთ-ბუკებს".

 

„ბუკების გამარტივებულ შესყიდვაზე მივიღეთ დასტური. ახლა ვბრუნდები სამინისტროში, მოვიკითხავ რა მდგომარეობაშია წარმოდგენილი მოდელები და მათთან დაკავშირებული ხარჯები. ხვალ ან ზეგ გადაწყდება, რომელი კომპანია დაამზადებს ტექნიკას პირველ კლასელებისთვის", - განაცხადა განათლების მინისტრმა.

 

განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ რამდენიმე თვის წინ გამოცხადებული ტენდერი გააუქმა. პირველ ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ „იუ-ჯი-თიმ" და „ალგორითმმა" მიიღო.

 

შეთავაზებული ფასის მიხედვით პირველ ეტაპზე კომპანია „იუ-ჯი-თი" გავიდა თუმცა ტექნიკური დოკუმენტაციებში ხარვეზის გამო კომპანიას დისკვალიფიკაცია მიეცა და ატომატურად კომპანია ,,ალგორითმი“ უნდა გამოცხადებულიყო გამარჯვებულად, თუმცა ,,იუ-ჯი-თიმ“ წამოაყენა წინადადება, რომ ის ხარვეზებს გამოასწორებდა და ხარჯებსაც შეამცირებდა, რის შემდეგაც ტენდერი ჩაიშალა და გადაწყდა ტექნიკის პირდაპირი წესით შესყიდვა.

 

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კი გადაწყდა, რომ გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო მიიღებს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !