ქვემო სვანეთში, ლენტეხის რაიონის ორ სოფელში ლევშეროსა და ფანგანში მდინარის ადიდებამ წყალდიდობა დ ამეწყერი გამოიწვია.
მოვარდნილმა წყალმა ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დაუტბორა. წყალმა წაიღო პირუტყვი, განადგურებულია ნათესები. სოფლები გარესამყაროს მოწყვეტილია.
მოსახლეობა სამაშველო გაწმენდითი სამუშაოების დაწყებას ელის.