
,,ხდება დედათმავლობა, მამათმავლობა ნარკოტიკები იყიდება პირდაპირ… ეს არის გარყვნილების უმაღლესი დონე… პირდაპირ ღმერთს აგინებენ და მოუწოდებენ გარყვნილებისაკენ პატარა ბავშვებს“,-,,ფეისბუქში“ მამა დავით ქვლივიძის ქადაგების აუდიო ჩანაწერი გავრცელდა.
მამა დავითი ანაკლიაში დაგეგმილ „კაზანტიპზე“ საუბრობს. მისი თქმით, ფესტივალი საქართველოში სოდომ-გომორის ცხოვრების წესის აღდგენაა, რადგან იქ ზუსტად ისეთი რამ ხდება, რაც სოდომსა და გომორში. მისი თქმით, თუ ანაკლიაში „კაზანტიპი“ ჩატრადა, ეს იქნება საქართველოსთვის ძალიან დიდი უბედურების მომტანი.
„ეს თუ ჩატარდა საქართველოსი ეს იქნება ძალიან დიდი უბედურების მომტანი ჩვენი ქვეყნსთვის, რატომ თქვენ თვითონ მიხვდებით. ეს ფესტივალი, რომელსაც ელექტრონული მუსიკის ფესტივალს ეძახიან, სინამდვილეში არის სოდომ-გომორული ცხოვრების წესის აღდგენა საქართველოში… იქ ხდება ენით აუწერელი ჯერ, რომ შედიხარ პირდაპირ ხელს აწერ შეთანხმებაზე, რომ ყველას ყველაფერზე დაეთნხმები და არავის არაფერზე უარს არ ეტყვი“,.– ამბობს მამა დავით ქვლივიძე.