ვის როგორ ახსოვს ედუარდ შევარდნაძე

Image

საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის დღეს, ოჯახის წევრების, პატრიარქის, ქართველი და უცხოელის პოლიტიკოსების  წარმოთქმული სამძიმრის სიტყვა.

 

 

ედუარდ შევარდნაძის შვილი პაატა შევარდნაძე: „ქვეყნების ისტორიას გმირები ქმნიან. მსოფლიო ისტორიას მომავლის მჭვრეტელი პიროვნებები. ედუარდ შევარდნაძე, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ერთიც იყო და მეორეც. ასე იყო ის, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და მსოფლიო პროცესების მართვის სათავეებთან იდგა და ასე იყო მაშინ, როდესაც საქართველოში დაბრუნდა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ახალ, დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს პრიმციპებს ამკვიდრებდა“.

 

სოფო შევარდნაძე „სამების საკათედრო ტაძარი, სადაც ჩემს ბაბუას ედუარდ შევარდნაძეს ვემშვიდობებით, მას თავის ერთ–ერთ მთავარ ქმნილებად მიაჩნდა. ის, რომ დღეს, ჩვენ აქ ვიმყოფებით, ჩემთვის არის კიდევ ერთი მიმანიშნებელი იმის, რომ მას ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. მისი პრიორიტეტი ყოველთვის იყო საკუთარი იდეალები და საქართველო“

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი: ,,ცვლილება და სიახლე მეც ისევე მსურდა, როგორც სულ ყველას მაშინ.მაგრამ ედუარდ შევარდნაძის შემცვლელად მიშა არ მინდოდა. თუ რატომ,დღეს არ გვინდა ამაზე.არ მიყვარდა და არ მიყვარს პარლამენტში შესვლის კადრები,სადაც ტრიბუნაზე ავარდნილი პირტიტველა ბაჩო ახალაია მოჩანს თავმოწყვეტილი ვარდის ეკლიანი ღეროთი ხელში და ხანში შესული პრეზიდენტის დარბაზიდან გაყვანას ზეიმობს

 

კარგია,რომ 11 წლის შემდეგ, ვარდების ხელისუფლების ჩვენ მიერ სცენიდან გაყვანას,ადამიანების თავისუფლად ამოსუნთქვას და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ყოფილი პრეზიდენტი მოესწრო. ევროკავშირის გაფართოებაო,შევარდნაძე რომ იტყოდა 90-იან წლებში, ახალგაზრდა „საგარეოშნიკი"ვიყავი და მეღიმებოდა მაშინ,არ მჯეროდა... ედუარდ შევარდნაძემ მსოფლიოს შეცვლაში განსაკუთრებული როლი შეასრულა. ამაზე უცხოეთში ყველა ბევრს საუბრობს და მომავალში კიდევ მეტს ისაუბრებს. ჩვენი ქვეყანა მან პირველმა დააყენა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და თავისი რეპუტაციით „აიძულა" მაშინდელი უცხოელები,დაენახათ საქართველო მსოფლიო რუკაზე. მან დაამარცხა ქუჩაში მორბენალი კალაშნიკოვები და სტუდენტებს უნივერსიტეტის გზაზე უსაფრთხოდ სიარულის საშუალება მოგვცა. ყველაზე დიდი ოპონენტებიც კი მას უშიშარ და გამჭრიახ პოლიტიკოსად იხსენიებენ, რომელმაც იმ დროის საერთაშორისო ურთიერთობები მთლიანად შეცვალა.სწორედ ეს შევა მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში როგორც ქართული.პატივს მივაგებ გარდაცვლილი პრეზიდენტის ხსოვნას

 

საქართველოს პრემიერ-მინისტი ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩვენ ვემშვიდობებით თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ თვალსაჩინო პოლიტიკოსს. ბატონი ედუარდ შევარდნაძე იყო მნიშვნელოვანი წარმომადგენელი 20 საუკუნის მსოფლიო პოლიტიკოსთა იმ თაობისა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა: ცივი ომის დასრულების, ბერლინის კედლის დანგრევის და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების საქმეში. ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური მოღვაწეობა დრამატულ და უდიდესი სირთულეებით აღსავსე ეპოქას უკავშირდება. და ახლა როდესაც საქართველომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა ევროპასთან დაახლოების კუთხით, არ შეიძლება არ გვახსოვდეს ედუარდ შევარდნაძის უდიდესი როლი ამ საქმეში. წლების წინ სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ამ პროცესს. სწორედ ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის პრო-დასავლური პოლიტიკური კურსის ფორმირება და მისი ინსიტუციონალიზაცია. ბატონი შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი.“

 

დავით ნარმანია, თბილისის მერი: “თავის დროზე, როდესაც შევარდნაძე საბჭოთა კავშირის დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ძალიან დიდი როლი ითამაშა საერთაშორიო ასპარეზზე, ძალიან ბევრ პროცესში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დღეს ისტორიულია.საქართველოში მისი ჩამოსვლის პერიოდი იყო მძიმე. მას რთულ პირობებში მოუწია მუშაობა. ვფიქრობ, მისი ღვაწლი დაფასდება”.

 

ნანს დიტრიხ გენშერი, გერმანიის ყოფილი კანცლერი: “ჩვენ ქედს ვიხრით ედუარდ შევარდნაძის წინაშე, რომელმაც ცივი ომის დასრულებისა და გერმანიის გაერთიანებაში დიდი როლი ითამაშა, ჩვენ ვემშვიდობებით ედუარდ შევარდნაძეს.ქართველ პატრიოტს.ვემშვიდობებით ევროპელ სახელმწიფო მოღვაწეს, რომელმაც მიხეილ გორბაჩოვთან ერთად ნდობაზე დაფუძნებული ქმედებით მთელი მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალა.გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა დამავალა გერმანიის მთავრობისა და მისი სახელით გვირგვინი მომეტანა აქ. ეს ჩვენი ერის პატივიცემის გამოხატულებაა.ჩვენ ქედს ვიხრით დიდი ევროპელის წინაშე, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ცივი ომის დასრულებისა და გერმანიის გაერთიანების საქმეში. ძვირფასო მეგობარო ედუარდ, ბარბარა და მე აქ ჩამოვედით, რომ მადლობა გადაგიხადოთ მოლაპარაკების დროს პასუხისმგებლიან პარტნიორს, რომელიც მეგობრად იქეცი.მადლობა იმისათვის, რაც შენ ევროპისთვის გააკეთე, მადლობა შენ, რაც ჩვენი ხალხისთვის გააკეთე, მადლობა შენი ადამიანობისა და გულღიაობისთვის.“

 

საქართველოს კათალიკოს პატრიარქის სამძიმრის წერილი: „გამოვთქვამ მწუხარებას, საქართველოს პრეზიდენტის, ბატონი გიორგი ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო და იმის გამოც, რომ მის დაკრძალვას ვერ ვესწრები. მეტად რთული და წინააღმდეგობით სავსე დიდი გზა განვლო. სოფელში დაბადებული ადამიანი, ათეული წლები მართავდა საქართველოს. შემდეგ კი მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსი გახდა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაში, გერმანიის გაერთიანებაში, კომუნისტური რეჟიმის შეცვლასა და საერთოდ, მსოფლიო ახალი რეალობის ჩამოყალიბებაში.

 

მისი მოღვაწეობის შესახებ ამ დღეებში მრავალი ითქმის. მე კი მინდა, ყურადღება გავამახვილო, იმ ცვლილებაზე, რაც ბატონი ედუარდის შინაგანმა სამყარომ განიცადა. პიროვნება, რომელიც ერთგული იყო ათეისტური აზროვნებისა, მოინათლა. მაგრამ სულიერი ცვლილება უფრო გვიან მოხდა. ვმადლობ ღმერთს, რომ იგი ამ ქვეყნიდან მაზიარებელ ქრისტიანად წავიდა. აღვავლენთ ლოცვებს, გიორგი ედუარდის სულისათვის და შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დააწესოს იგი“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !