ეკა ხერხეულიძე დისიდენტობის პერიოდს იხსენებს და ნოვოდვორსკაიას მადლობას უხდის

Image

ცნობილი რუსი ადამიანის უფლებადამცველის ვალერია ნოვოდვორსკაიას გარდაცვალებას სტატუსით ეხმიანება ეკა ხერხეულიძე და იმ პერიოდს იხსენებს, როცა პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული, საკანში ნოვოდვორსკაიასთან ერთად მოხვდა.

 

"18 წლის ვიყავი,როდესაც მითებით გაგონილ kgb-ს ციხეში თავად აღმოვჩნდი. თუ არ ვცდები, ეს უკვე მესამე ან მეოთხე პატიმრობა გახლდათ.

 

ჩემთან ერთად უამრავი პატიმარი მიგვიყვანეს თვალებახვეული გაურკვეველ ადგილზე.ნარკოტიკებით გაბრუებული ავტომატიანები სურვილისამებრ გვანაწილებდნენ საკნებში ,ჩქარი ნაბიჯებით ჩაგვარბენინეს დაუსრულებელი კიბეები და რკინის კარები მოგვიჯახუნეს.

 

საკანში დამხვდა ჩემთვის უცნობი ქალბატონი,რომელმაც დამტვრეული ქართულით მომაძახა- "გამარჟობა' 
ვერაფერს ვხედავდი,არსაიდან ჩანდა სინათლე,მხოლოდ ინტუიციით ვხდებოდი,რომ საკანში ჩემს გარდა კიდევ ერთი ადამიანი იყო.შემეშინდა,ვცდილობდი თავი ღირსეულად დამეჭირა ამ რუსულენოვანი უცნობისთვის ჩემი განცდები არ გამემხილა.

 

თავად მომიახლოვდა და მითხრა-"ნუ გეშინია,მე ვალერია ნავადვორსკაია ვარ ზვიადის და მერაბის მეგობარი "რომ გითხრათ ნდობით აღვივსე-მეთქი, არ ვიქნები მართალი,მაგრამ გარკვეულწილად, შვება ვიგრძენი.ხმას არ ვცემდი , თავადაც მიხვდა და მხოლოდ პლედი შემომთავაზა გასათბობად .


ეს ჯურღმული ბერიას მიერ აშენებული საპყრობილე გახდათ,უკვე უფუნქციო,მაგრამ ჩვენთან გასასწორებლად ფუნქციადაბრუნებული.მიუხედავად იმისა,რომ ივნისი იყო,მთელი პატიმრობის მანძილზე მატყლის საბანი გვეფარა...

 

გათენდა,ამასაც იმით მივხვდით,რომ აგვიყვანეს ადმინისტრაციის კაბინეტებში,დაგვირიგეს ცარიელი ფურცლები და "მონანიების" დასაწერად წარმატება გვისურვეს.შევარდნაძე არჩევნებისთვის ემზადებოდა და ჩვენც მისთვის უნდა მიგვეძღვნა სინანულის სიტყვები.რამდენიმე ცდის შემდეგ უარის გადასათქმელად ამიყვანეს დირექტორის ოთახში,დამსვეს მარტო , ვერ მივხვდი რას ველოდებოდი ისე გადიოდა საათები...
დირექტორი არ იყო ცუდი ადამიანი,მგონი ვეცოდებოდი კიდეც და ასე მომმართავდა -"მამისმკვლელო ეკა,ნუ მოკლავ შენს მშობლებს და იფიქრე მათზე ".

 

მოსაღამოვდა,დირექტორი გივი აღელვებული დაქროდა დერეფნებს შორის,ეტყობოდა,რომ საპატიო სტუმარს ელოდებოდა.უცბათ გაიღო კარი და შემოდის ანზორ ბალუაშვილი ჯიმი ყიფიანთან ერთად .ჯერ მშვიდად მირჩევენ ,რომ ჩემთვის ასე აჯობებს და უნდა დავუბრუნდე "ნორმალურ" ცხოვრებას,რომ დედა ძალიან წუხს და უნდა მესმოდეს მისი.

 

ჯიმი ყიფიანი გვენათესავებოდა და დედას წერილი გადმომცა,ახლაც მახსოვს ასე იწყებოდა -"ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს "მძიმე წასაკითხი იყო და ჩათვალეს გაიმარჯვეს .ბალუაშვილმა მომაწოდა ფურცელი ხელისმოსაწერად ,მითხრა,ჩადი საკანში ,დაფიქრდი და ჩვენ აქ გელოდებითო .ჩავედი,დავჯექი კუთხეში და ვფიქრობდი მხოლოდ დედაზე.

 

ქ-ნმა ვალერიამ ძალიან ფრთხილად მოსინჯა ჩემი ძალები,მითხრა კიდეც,თუ ეს საქმე შენი ბავშური გატაცებაა,რაც მალე გათავისუფლდები ამ აზარტისგან შენთვის აჯობებსო,მაგრამ თუ აცნობიერებ შენს პასუხისმგებლობას -არ დანებდე,შეიძლება ახლა მარტო ხარ,მაგრამ იცოდე შენთან ერთად მთელი თავისუფალი სამყაროა და ნუ შეგეშინდებაო...

 

დირექტორმა გივიმ საბოლოო პასუხისთვის მომაკითხა,უარი გავატანე და ცოტა ხანში ისევ ამიყვანეს ადმინისტრაციულ ოთახში .ბალუაშვილი უკვე შეურაცხადივით ღრიალებდა ,წინ დამიდო ჩემი ბრალი -სამშობლოს ღალატი და შემაგინა.მეც უმართავი გავხდი,არ ვიცი როგორ ,მაგრამ სახეში სილა გავაწანი ,სასოწარკვეთილი ყიფიანი შუაში ჩახტა ,სასწრაფოდ ჩამათრიეს საკანში და ნუგეშისთვის ბღავილით ჩავეხუტე ქ-ონ ვალერიას...

 

ამ დღის შემდეგ აღარ მინახავს,მოგვიანებით,მომდევნო პატიმრობისას ჩემი მეგობარი რუსო კილაძე მეუღლესთან ერთად ჩავიდა მოსკოვში პრესკონფერენციის ჩასატარებლად,რომელსაც ქ-ნი ვალერია ხელმძღვანელობდა.პრესა იუწყებოდა ,რომ ის შევარდნაძისგან ითხოვდა "კნიგინია ხერხეულიძის" დაუყონებლივ გათავისუფლებას ...

 

გულწრფელად ვწუხვარ მისი გარდაცვალების გამო ,ვწუხვარ,რომ ჩემი წარწერა საკანში-აქ სასჯელს იხდიდა რუსი დისიდენტი ვალერია ნავადვორსკაია,ჩვენ ერთად შევძლებთ შევარდნაძის რეჟიმის დამხობას" ბედის ირონიით შევარდნაძის გარდაცვალებისას გამახსენდა და მესამე დღეს ქ-ნი ვალერიას გარდაცვალების შესახებ შევიტყე .მადლობა,მას საქართველოს პატრიოტობისთვის და მადლობა მას მისთვის უცნობი ადამიანის თანადგომისთვის ... 

 

მადლობა,რუსო შენ, გმირი რომ ხარ და ყოველდღიურობა არ მაცლის ეს სულ მახსოვდეს...", - წერს ეკა ხერხეულიძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !