ჩერგოლეიშვილი და კაპანაძე ევა გოცირიძეს სიცრუეში ამხელენ (ვიდეო)

Image

იუსტიციის საბჭოს წევრის ევა გოცირიძის მიერ "არჩევანში" საილუსტრაციოდ მოტანილი საქმის არსი, რომელიც მან სტრასბურგის სასამართლოს მიერ მოსამართლის კრიტიკის დაუშვებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მაგალითად მოიყვანა, სინამდვილეში, გოცირიძის პოზიციის საპირისპიროა.

 

ევა გოცირიძეს სიცრუეში თამარ ჩერგოლეიშვილი და სერგი კაპანაძე ამხელენ. კერძოდ, გოცირიძემ "არჩევანში" მოიტანა ევროსასამართლოს მიერ განხილული საქმე. გოცირიძის მტკიცებით, თითქოს ევროსასამართლოს ქეისში „ჰრიკო სლოვაკეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაუშვა, რომ სასამართლოს, ან მოსამართლის შესახებ კრიტიკული პუბლიკაცია, ამ იმის თქმა, რომ მოსამართლე მიკერძოებული, ან უსამართლოა, შეიძლება იქნას შეზღუდული და რომ სიტყვის თავისუფლება ამ შემთხვევაში არ არის აბსოლუტური.

ამასთან დაკავშირებით სერგი კაპანაძე წერს:

 

"მე იურისტი არ ვარ, მაგრამ დიდი ხნის წინ ჯესაპის ტურნირისთვის (იმიტირებული სასამართლო) მზადების დროს, რომელიც მე-10 მუხლს (სიტყვის თავისუფლება) ეხებოდა, ბევრ სხვა ქეისთან ერთად ჰრიკოს ქეისიც შევისწავლე.

 

ახლა გავიხსენე ახალგაზრდობა, არ დავიზარე და თავიდან წავიკითხე ჰრიკო. სრულიად არ გამკვირვებია როდესაც აღმოვაჩინე, რომ სრულიად საწინააღმდეგო წერია იმისგან, რაც ევა გოცირიძემ თქვა დღეს ეთერში.

 

კერძოდ, ჰრიკოს ქეისში საუბარია იმაზე, რომ ერთმა სლოვაკურმა გაზეთმა გააკრიტიკა მოსამართლე, უწოდა რა მის გადაწყვეტილებას ტრაგიკომიკური ფარსი, უცნაური გადაწყვეტილება, იურიდიული ფარსი და ა.შ. სლოვაკეთში ჰრიკო გაასამართლეს და დააკისრეს ჯარიმა".

 

იგივეს აღნიშნავს თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც ამ საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების სრული ვერსიის ბმულსაც აქვეყნებს და წერს:

 

"ქალბატონო ევა, ევროსასამართლომ არათუ შეიწყნარა მოსამართლის და სასამართლოს მიერ ჟურნალისტის გამოხატვის შეზღუდვა, არამედ სწორედაც რომ მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს ჟურნალისტის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

 

ჩვენ ვართ ზედაპირულები არა? უნდა გრცხვენოდეთ საკუთარი უპრინციპობის, უთავმოყვარეობის, არაპროფესიონალიზმის, უცოდინრობის და ღირებულებების არ ქონის გამო.

 

ქართულად დავდებ სკრინშოტს - ქვემოთ ლინკებს საქმეზე ჰრიკო, სლოვაკეთის წინააღმდეგ.

 

P.S. თქვენგან განსხვავებით, მე, თეა წულუკიანი მსგავსად, იურისტი არ ვარ - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვარ.

 

მოკლედ, სამარცხვინო ბრძანდებით", - წერს ჩერგოლეიშვილი.

 

HRICKO.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !