
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს, რომ ხელისუფლებამ მასზე მოსმენის სანქცია მოითხოვა და თბილისის საქალაქო სასამართლოსგან მიიღო კიდეც.
„მოკლედ, მეგობრებო, უტყუარად შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სუსის და პროკურატურის შუამდგომლობა და გასცა სანქცია ჩემს მოსმენაზე და თვალთვალზე ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით, მათ შორის, ვაიბერით. ასე რომ, თუ ისეთი რამის თქმა მოგინდებათ ჩემთვის, რაც არ გინდათ რომ ხელისუფლებამ გაიგოს, ყურში მითხარით.
ps ასევე ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს რუსულ სპეცსამსახურებთან რამდენიმე ადამიანის ვაიბერის მოსასმენად, მათ შორის, დავით ბაქრაძის, ირაკლი ალასანიას, გიგა ბოკერიას. ცხადია, ჩემიც", - წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“.