ცნობილი რუსი ადამიანის უფლებადამცველი ვალერია ნოვოდვორსკაია მოსკოვში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ინფექციურ-ტოქსიკური შოკი გახდა.
ვალერია ნოვოდვორსკაია კლინიკაში მძიმე მდგომარეობით 12 ივლისს შეიყვანეს, ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის რამდენიმე საათის განმავლობაში ამაოდ იბრძოდნენ.