"გალფის" და "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე, დაპირებული ფასდაკლებით, ჯერ ვერ სარგებლობენ

Image

 საპარლამენტო უმცირესობის წევრ გოგო ხაჩიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის დღეს დილით უკვე იყო არჩევნებზე და მარკირებაც გაიარა, მაგრამ "გალფისა" და "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე, დაპირებული ფასდაკლებით ვერ ისარგებლა.

 

 

„ახლა (8:30) ვიყავი "გალფის" და "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე. ფასდაკლება არცერთგან არ გამიკეთეს. ორივეგან მიპასუხეს: "სმენა" რომ შეიცვლება, მაგის მერე დაიწყება ფასდაკლება, ჯერ იგივე ფასი ღირსო. არადა არჩევნებზე უკვე ვიყავი და მარკირებაც მაქვს“, _ წერს ხაჩიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

 

ცნობისთვის, 12 ივლისს, არჩევნების მეორე ტურის დღეს, მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში, ბიზნესკომპანიები მომხმარებლებს ფასდაკლებას სთავაზობენ. შესაბამისი სარეკლამო რგოლები სატელევიზიო სივრცეში უკვე ტრიალებს.

 

მასში ნათქვამია, რომ "ბიზნესკომპანიები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო" და ამომრჩევლებს მოუწოდებენ გამოცხადდნენ მეორე ტურზე, გაიარონ მარკირება, დღის ბოლომდე წარადგინონ მარკირება სასურველ სავაჭრო ქსელებში და სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ.

 

კერძოდ, ისინი მიიღებენ 20%-იანი ფასდაკლებას "მაკდონალდსა" და "ვენდისში", 22%-იანი ფასდაკლებას - აფთიაქებში - PSP, "ავერსსა" და "ჯი პი სი"-ში, 15%-იანი ფასდაკლება "გუდვილსა" და "სმარტში", ასევე 5-თეთრიანი ფასდაკლება "გალფსა" და "ვისოლში".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !