- 
	2014-07-12 09:25	
ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, რომელთაც ატესტაცია არ გაუვლიათ, 2015 წლის 1-ელ ივლისამდე ატესტაციას დაექვემდებარებიან. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ატესტაციის და კონკურსების სავალდებულო ეტაპი ტესტირება იქნება. 
 
 
 დაგეგმილი ატესტაცია, თბილისის ჩათვლით, დაახლოებით 15 ათას საჯარო მოხელეს შეეხება. კონკურსებისა და ატესტაციის ერთ-ერთი სავალდებულო ეტაპი – ტესტირება, ადგილობრივ ორგანოებს გარეთ იქნება გატანილი.
 
ამ პროცესებთან დაკავშირებული პროექტი პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.