არის თუ არა თქვენში ოტელოს მონაცემები

Image

ასტროლოგების აზრით, ზოგადად ეჭვიანობის გრძნობით ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი შეიძლება დაიტანჯოს იმ შემთხვევაში, თუკი ურთიერთობა კარმული და დესტრუქციულია.

 

თუმცა არსებობენ კონკრეტული ნიშნები, რომელთაც ერთმნიშვნელოვნად ძალზე ეჭვიანი და მესაკუთრე ბუნება გააჩნიათ.

 

ყველაზე ეჭვიანთა რიგში შედიან მორიელის, კირჩხიბისა და კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები. ამ ხალხში განსაკუთრებული სიძლიერით ვლინდება ეჭვიანობა ამ სიტყვის პირდაპირი და კლასიკური გაგებით. ამასთან კუროს მესაკუთრული გრძნობები ამოძრავებს, პრინციპით - „რაც ჩემია, ჩემთან უნდა იყოს“, მორიელს კი დესტრუქციული ბუნება უბიძგებს ეჭვიანობისკენ.

 

მას ზოგადად ახასიათებს ეჭვი შეიტანოს ყველასა და ყველაფერში ამ ქვეყნად. შეიძლება თამამად ითქვას, ისიც რომ ურთიერთობა სადაც დრამა და ეჭვიანობის მხურვალე სცენები არ ფიგურირებს მორიელის ნიშნით დაბადებულისთვის აბსოლუტურად უინტერესოც კი ხდება. შესაბამისად თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეჭვიანობა და სიყვარული მორიელისთვის სინონიმებია.

 

დაახლოებით იგივეს თქმა შეიძლება კირჩხიბის შემთხვევაშიც, იმ განსხვავებით რომ მორიელს უნარი აქვს იქეთ ტანჯოს პარტნიორი ემოციურად, ხოლო კირჩხიბს პირიქით გარკვეული მაზოხისტური მიდრეკილებები ახასაითებს და ხშირად თავადაა მსხვერპლი სასიყვარულო ურთიერთობისას.

 

იმპულსური და ეჭვიანი ადამიანების სიაში შედიან ასევე ვერძის და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ადამიანები. თუმცაღა მათთან ეჭვიანობის მომენტს ყოველთვის ახლავს თან სპონტანურობის მოთხოვნილება.

 

ისინი ხშირად აბსოლუტურად დაუფიქრებლად ეშვებიან თავით ახალ რომანებში ან ყვებიან წამიერ გატაცებებს, რის ხარჯზეც უკვე არსებულ ურთიერთობას უთხიან ძირს. თუმცა ამ ორი ნიშნის შემთხვევაში პატიების კოეფიციენტი ძალზე მაღალია, ვერძსაც და მშვილდოსანსაც გააჩნია საკმაოდ მიმტევებელი ბუნება რის ხარჯზეც ნებისმიერი სიტუაციის განეიტრალება ხდება შესაძლებელი.

 

ყველაზე ნაკლებად ეჭვიანობის გრძნობით და ზოგადად მესაკუთრული თვისებებით, როგორც აღმოჩნდა ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები - ტყუპები, მერწყულები და სასწორები იტანჯებიან.

 

„ჰაერებს“ ყველაზე კარგად ესმით სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპი ურთიერთობაში და მიაჩნიათ, რომ ამ ქვეყნად ვერავინ, ვერავის დაკარგავს, იმიტომ რომ არც არავინ არავის ეკუთვნის რეალურად. აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს ამ ნიშით დაბადებულებს ყველაზე ლოიალური მიდგომა გააჩნიათ ეჭვიანობის ფენომენის მიმართ და უფრო მეტიც, იშვიათად იტანჯებიან მისით.

 

 

თავმოყვარეობის და სიამაყის საკითხს ეჭვიანობაზე მაღლა აყენებენ ლომები და თხის რქები. ეს იმას როდი ნიშნავს რომ ამ ხალხს საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში არ გააჩნია, არა უბრალოდ მათ საკუთარი ღირსების შეგრძნება გაცილებით უფრო მეტი უღირთ. შესაბამისად ღალატის მცდელობის შემთხვევაშიც კი ერთხელ და სამუდამოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების მოსმენის გარეშე ტოვებენ „ბრძოლის ველს“. მათთვის მარტო ყოფნა უფრო ასატანია ვიდრე მუდმივი ეჭვიანობის სცენები და გაურკვევლობა.

 

და ბოლოს საინტერესოდ გამოხატავენ ეჭვიანობას ქალწულის და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ინდივიდები. ორივე ნიშანს პარტნიორის მიმართ უსაზღვრო თავდადება და ზრუნვის მომენტი გააჩნია, თუმცა სწორედ ეს ხდება ხშირად იმის მიზეზი, რომ მათი თავდადება ჯეროვნად არ ან ვერ ფასდება.

 

თუმცა ეჭვიანობის თემას რაც შეეხება, ქალწულიც და თევზებიც ხანგრძლივი ვადით ვერ ახერხებს თუნდაც მოღალატე და არასტაბილური პარტნიორის მოშორებას თავიდან. პირველის შემთხვევაში მიჩვევა მოქმედებს (ქალწული ხომ ძნელად ეჩვევა ყველაფერს, მაგრამ თუ ეჩვევა გადაჩვევა უძნელდება), მეორეს შემთხვევაში კი ემოციური მიზიდულობაა ძლიერი და ეს ართულებს საქმეს.

 

 

http://www.astrologi.ge/astro-ambebi/3069-zodiaqos-nishani-da-etcvianoba-anu-aris-thu-ara-thqvenshi-otelos-monacemebi.html

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !