-
2026-05-18 17:02
ქართული ეთნო-ელექტრონული პროექტი Kahaberi & Khanums წარმოგიდგენთ არქაულ ,,ხევსურულ ნანას“ — ახალ ინტერპრეტაციას.
ტრეკი შესრულებულია 70 BPM ტრიპ-ჰოპის სტილში და აერთიანებს ტრადიციულ ვოკალურ მანერას თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობასთან. კომპოზიცია ინარჩუნებს ორიგინალის ემოციურ სიღრმესა და მედიტაციურ ბუნებას, ხოლო ახალი არანჟირება მას თანამედროვე მუსიკალურ კონტექსტში გადააქვს.
,,ნანა” წარმოადგენს მუსიკალურ დიალოგს წარსულსა და თანამედროვეობას შორის — სივრცეს, სადაც ქართული ფოლკლორი ახალ ფორმას და ახალ მსმენელს პოულობს.
ტრეკის პრემიერა რადიო "აფხაზეთის ხმის" ეთერში შედგა და დღეიდან ჩვენს მსენელს, შეუძლია მოისმინოს ტალღაზე 98.9

