ფანჯიკიძე - შევძლებთ იმისაც, რომ რუსული ბიზნესი დავაინტერესოთ საქართველოში ინვესტიციებით

Image

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თავდაცვითი რეაქციების შესახებ განცხადება, ვაჭრობის რეჟიმს ეხებოდა.

 


ამით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე "რუსთავი 2"-ის გადაცემა "კვირის თემა"-ში ჩართვისას რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ლავროვი ამბობს, რომ კრემლი თავდაცვით ზომებს მიიღებს, თუ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ნეგატიური შედეგები ექნება დსთ-ს თავისუფალი სავაჭრო ზონისთვის.

 


როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, ქართული მხარე ამის შესახებ ინფორმირებულია და ეს არ იყო ამ ტიპის პირველი განცხადება. "სწორედ ამის გამოძახილია, რომ 7 ივლისს შედგება პირველი შეხვედრა ქართველი და რუსი ექსპერტების დონეზე, რომლებიც განიხილავენ ტექნიკურ დეტალებს, თუ რა შეიცვლება მას მერე, რაც საქართველო აამოქმდეებს დროებით გამოყენებაში ასოცირების ხელშეკრულებას", - აღნიშნა ფანჯიკიძემ. 

 


რაც შეეხება კითხვას, ხომ არ შეექმნებათ საფრთხე ქართველ ბიზნესმენებს, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქართულ ბიზნესს საფრთხე კი არა განვითარების უკეთესი პირობები შეექმნება, რადგან მათთვის 500 მილიონიანი, ყველაზე მსხვილი ბაზარი იხსნება. 

 


"რაც შეეხება რუსეთის ბაზარზე შესაძლო საფრთხეს, სწორედ ამ საუბრების საშუალებით, რომელიც დაგეგმილი გვაქვს, ამ საფრთხეებს თავიდან ავიცილებთ და გარდა ამისა შევძლებთ იმისაც, რომ რუსული ბიზნესი დავაინტერესოთ საქართველოში ინვესტიციებით, რადგანაც ნებისმიერი ინვესტორი მიიღებს იმ სარგებელს, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით იგულისხმება", - აღნიშნა მინისტრმა. 

 


მისივე თქმით, ხელშეკრულების რატიფიცირება საქართველოს პარლამენტში ივლისის შუა რიცხვებში მოხდება. "ხოლო დროებითი გამოყენება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულების ძირითადი, დიდი ნაწილი ამოქმედება მალე, ეს დაიწყება სექტემბერში", - განმარტა ფანჯიკიძემ. 

 


როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, დოკუმენტის 28 სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებას შეიძლება ერთი წელი დასჭირდეს, მაგრამ ეს არ შეაფერხებს თავისუფალი ვაჭრობის დიდი ნაწილის ამოქმედებას. "მთავრობა მზადყოფნაშია, რომ დროებითი გამოყენება დაიწყოს", - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?