
გეგი გობეჯიშვილის მეუღლე თათა ხუნდაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ეხმიანება.
"უკვე მეორედ მაქვს გრძნობა, რომ სამშობლო წამართვეს, თითქოს ჩემი გაზრდილი შვილი მომტაცეს , რომელსაც არავინ მოუვლის, არავინ გაუფრთხილდება! და ისევ ოქტომბერში!
მტკივა, მაგრამ მჯერა , ეს ესე არ დამთავრდება! კალაძის და ღარიბაშვილისნაირი არაკაცები, ვერ ჩაიგდებენ ჩემს შვილს ხელში! u can run but u cannot hide boys!", - წერს თათა ხუნდაძე.
შეგახსენებთ, სფფ-ს საარჩევნო ყრილობაზე 33 დელეგატიდან 18-მა ხმა ლევან კობიაშვილს მისცა, 15-მა კი - რეზი არველაძეს. გეგი გობეჯიშვილი, რომელიც რეზი არველაძის მხარდამჭერი იყო, ნარკოტიკის გამოყენების ბრალდებით საკუთარ სადარბაზოსთან გუშინ დააკავეს, დღეს კი სასამართლომ 500 ლარიანი ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლა. უეფას რეკომენდაციით, გობეჯიშვილმა აღარ მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში და ის სხვა დელეგატმა ჩაანაცვლა.
ლევან კობიაშვილს გამარჯვება პირველად მისმა კონკურენტმა რეზი არველაძემ მიულოცა.