ღარიბაშვილი - ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის

Image

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ვადები დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად გაატარებს საქართველო რეფორმებს. 

 


ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როდის ელოდება იგი, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის საბოლოოდ გაიღება.

 


"მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის კარები უკვე გაღებულია და დღევანდელი ხელმოწერა ამის ნათელი მაგალითია, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის სამოქმედო გეგმა. ეს დამოკიდებულია რეფორმებზე. ჩვენ სრული ვალდებულება ვიკისრეთ რეფორმების განხორციელებაზე იმისათვის, რომ დავაკმაყოფილოთ ევროპული სტანდარტები. მე ვფიქრობ, რომ ეს დამოკიდებულია საქართველოზე, რამდენად სწრაფად განვახორციელებთ ყველა ამ რეფორმას იმისათვის, რომ დავაკმაყოფილოთ ევროპული მოთხოვნები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 


ამასთან, კითხვაზე თუ რამდენი ხანი დასჭირდება იმას, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ღარიბაშვილის თქმით, "ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე". 
"ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ 5 წელი, 10 წელი. ჩვენ არ ვიცით უბრალოდ ამაზე პასუხი. ეს დამოკიდებულია იმ პროგრესზე, რასაც მიაღწევს საქართველო. ჩვენი მხრიდან, ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ შევასრულოთ ყველა რეფორმა, რომ დავაკმაყოფილოთ ყველა მოთხოვნა", - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !