შინაგან საქმეთა სამინისტრო დეპუტატ ირმა ნადირაშვილის მიერ ე.წ.კანონიერ ქურდთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
როგორც უწყებაში ამბობენ, ნადირაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"ეს არის ცრუ ინფორმაცია და მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია", -აცხადებენ სამინისტროში.