
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა კვლავ ვაკანტურია, თუმცა როგორც "ინტერპრესნიუსს" შეწყალების კომისიის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, კანდიდატებად კომისიის მოქმედი წევრებიც განიხილებიან.
ამასთან, ელისაშვილის თქმით, მისი შემცვლელის კანდუდატურა პრეზიდენტს თავადაც შესთავაზა. ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტისთვის შეთავაზებულ კანდიდატურის ვინაობას არ ასახელებს.
მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მსჯელობს, თუ ვინ იქნება შეწყალების კომისიის თავმჯდომარე.
"მე მზად ვარ, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში გულმოდგინედ გადავაბარო ჩემი საქმე ახალ თავმჯდომარეს", - აღნიშნა ელისაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც აცხადებენ, რომ ჯერ თავმჯდომარის კანდიდატზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა რამდენიმე კანდიდატი განიხილება.