სამი შპს-ს დირექტორი დააკავეს

Image

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შპს RED STAR-ის დირექტორი მერაბ არეშიძე, შპს "გულადის" დირექტორი ჯამბულ ჭუმბურიძე და შპს "ირაკლის" დირექტორი გიორგი მუმლაძე დააკავეს. 

 


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონებრივი დაზიანებისა და ჯგუფურად ყალბი საანგარიშწორებო დოკუმენტის დამზადების ფაქტზე, შპს RED STAR-ის დირექტორი მერაბ არეშიძე, შპს "გულადის" დირექტორი ჯამბულ ჭუმბურიძე და შპს "ირაკლის" დირექტორი გიორგი მუმლაძე დააკავეს. 

 


როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ მერაბ არეშიძემ, ჯამბულ ჭუმბურიძემ და გიორგი მუმლაძემ იმისათვის, რომ საქონლის იმპორტირებისას ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გადახდისთვის თავი აერიდებინათ და სახელმწიფოს ვერ მოეხდინა დარიცხული გადასახადის ამოღება, სოციალურად დაუცველ, არარეზიდენტ და ხშირ შემთხვევაში, ნასამართლევ პირებს სხვადასხვა შპს-ები დააფუძნებინეს, აღნიშნული შპს-ები კი, საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვისას გადახდის უუნაროები არიან.

 

 
ამ საწარმოების სახელით, საქართველოში იმპორტირებული იქნა 803 680 ლარის სხვადასხვა დასახელების ხილ-ბოსტნეული, რომელთა განბაჟებიდან 5 დღის გასვლის მიუხედავად, ზემოაღნიშნული პირების მიერ არ იქნა გადახდილი იმპორტის გადასახადი, რითაც საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტს 265 048 ლარის ზიანი მიადგა.

 


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 210-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !