ნარმანია - ჩვენს მხარეს არის სიმართლე და ქართული საზოგადოება

Image

არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა ქართული დემოკრატიის სრულყოფის გამოვლინებაა, – ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ამომრჩევლებს მის მიმართ გამოჩენილი ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

 


"15 ივნისს ჩატარებულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთგულია იმ ფასეულობებისა და ღირებულებებისა, რომელსაც "ქართული ოცნება" ქვეყანაში ამკვიდრებს.ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც ქართულ პოლიტიკაში პირველად დააწესა უპრეცედენტოდ მაღალი საარჩევნო ბარიერი, რითაც მნიშვნელოვნად გაზარდა არჩეული პირების ლეგიტიმაცია და რეალური თვითმმართველობა დაამყარა.

 

ჩატარებული არჩევნები ჯეროვნად შეფასდა საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ - უცხოურმა სადამკვირვებლო მისიებმა და საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა 15 ივნისის არჩევნებს დიპლომატიისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯი უწოდეს. ჩვენ საბოლოოდ ვთქვით უარი სიცრუესა და ძალადობაზე, რაც საარჩევნო პროცესშიც გამოჩნდა. არჩევნების დემოკრატიულ, მაღალი სტანდარტის შესაბამისად ჩატარებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ კანდიდატებს სულ რაღაც 2-3% დაგვაკლდა, საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად. მეგობრებო, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა ქართული დემოკრატიის სრულყოფის გამოვლინებაა", - განაცხადა ნარმანიამ.

 


მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტური გახსნილად გამოცხადდა და გრძელდება ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე.
"ჩვენი მიზანი თბილისის კომფიორტულ ქალაქად ქცევა და თბილისელების კეთილდღეობის მნიშვნელოვნად გაზრდაა.

 

ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ მკაცრ ეკონომიკურ გათვლებზე დაფუძნებული მრავალკომპონენტიანი პროგრამა შევიმუშავეთ, რომლისგანაც სამ ძირითად მიმართულებას გამოვყოფ: 1. დავუბრუნოთ თბილისს ისტორიული ფუნქცია და ვაქციოთ იგი რეგიონის კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრად; 2. გადავაქციოთ თბილისი ჯანსაღ და კომფორტულ ქალაქად; 3. შევქმნათ სოლიდარული საზოგადოება და თითოეულ ოჯახში შევიტანოთ კეთილდღეობა," – აღნიშნა ნარმანიამ.

 


მან იმედი გამოთქვა, რომ ამომრჩევლები მეორე ტურისთვის კიდევ უფრო გააქტიურდებიან.

 


"იმედი მაქვს, ჩვენი ამომრჩეველი მეორე ტურისთვის განსაკუთრებით გააქტიურდება და ყველას დაანახებს, რომ არ აპირებს პასიურობის გამო თბილისი ადამიანების მცირე ჯგუფის პარტიულ ინტერესებს მორგებულ პირადი გამდიდრების წყაროდ დატოვოს. ჩვენ ბრძოლის მეორე ეტაპს ვიწყებთ და თქვენთან ერთად დავუბრუნებთ თბილისს მის მოქალაქეებს ", - განაცხადა ნარმანიამ.

 


თბილისის მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატები ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტურია დანიშნული, დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ.

 


"ჩვენს მხარეს არის სიმართლე და ჩვენს მხარეს არის ქართული საზოგადოება. ყველას მოგიწოდებთ მობრძანდეთ არჩევნებზე და ხმა მისცეთ ჩვენი ქვეყნის მომავალს! გახსოვდეთ, თითოეული ხმა გადამყწვეტია, თითოეული თქვენგანის ხმა იგებს", - აღნიშნა ნარმანიამ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?