„აფხაზეთის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, სამეგრელოში დააყაჩაღეს მიკროავტობუსი, რომელიც სენაკიდან ბათუმის მიმართულებით ასრულებდა რეისს.
მიკროავტობუსი რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა დაძვრიდან რამდენიმე წუთში გააჩერა.
თვიმხილველთა ცნობით, ერთერთმა თავდამსხმელმა მიკროავტობუსი მგზავრის როლში გააჩერა, შემდეგ კი იქ შეიარაღებული პირები შეცვივდნენ, რომელთაგან ერთმა მძღოლი აიყვანა კონტროლზე, დანარჩენებმა კი სალონში მყოფი მოქალაქეების გაძარცვა სცადეს, თუმცა, იმის გამო, რომ ჩქარობდნენ, მხოლოდ მძღოლისთვის გარკვეული თანხის წართმევა მოასწრეს, რის შემდეგაც მიიმალნენ.
შემთხვევა დაახლოებით 11:30-ზე მოხდა. ყაჩაღობის თვითმხილველები სენაკის პოლიციაში გადაიყვანეს და დაკითხეს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით, მიმდინარეობს გამოძიება.
შენიშვნა: ფოტო შერჩეულია თემატური კავშირის პრინციპით და არ ასახავს ნიუსში აღწერილ ფაქტს.