
ასლან აბაშიძის ვაჟი ამ მოკლე ხანში საქართველოს უკვე მეორედ ეწვია.
ამჯერად გიორგი აბაშიძე ბათუმში, მცირე რაოდენობით ნარკოტიკის შენახვის გამო დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, მას 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, რომლის გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.
გახშირებული ვიზიტების მოტივი პოლიტიკა არ არის – „ამბები.გე“-ს ინფორმაციით, აბაშიძე, რომელიც წლებია მოსკოვსა და ვენაში ცხოვრობს, მოდელ ეკო ფანგანზეა შეყვარებული, თუმცა თავად ფანგანი ამას უარყოფს.
ხმებს, რომ ფანგანსა და აბაშიძეს ახლო ურთიერთობა აქვს, კიდევ უფრო ამძაფრებს მათი ერტად გადაღებული ფოტოები.
ვინაიდან აბაშიძის ორივე ვიზიტი ინციდენტით დასრულდა, შეიძლება ითქვას, რომ მას თბილისში საყვარელი ქალის ხილვა გარკვეული რისკის ფასად უჯდება.
შეგახსენებთ, რომ ათწლიანი პაუზის შემდეგ, 2014 წლის მარტში საქართველოში ვიზიტისას გიორგი აბაშიძეს პრობლემები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეექმნა.
გიორგი აბაშიძემ საქართველო მამასთან, ასლან აბაშიძესთან ერთად 2004 წელს აჭარაში მომხდარი რევოლუციის შემდეგ დატოვა და წელს პირველად დაბრუნდა.
ambebi.ge