
ვლადიმირ პუტინის პრესსამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ გამორიცხული არაა, ოლიმპიადის ფარგლებში ვლადიმირ პუტინი უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შეხვდეს.
ამის შესახებ „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ წერს. „ამას ვერ გამოვრიცხავთ“, – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც დაინტერესდა, შესაძლებელია თუ არა, შედგეს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა.