-
2014-09-11 14:26
მსახიობი ამბობს, რომ დაშვებულ შეცდომებს ვეღარ გამოასწორებს, თუმცა საკუთარ შეცდომებზე ბევრი რამ ისწავლა.
„ცოტათი თავქარიანი ვარ და ვფიქრობ, შეცდომებს თუ არ დაუშვებ, ცხოვრებას ხიბლი ეკარგება. ის განცდებიც საჭიროა, რომელიც შეცდომების დაშვებისას ადამიანეში იბადება.
ხშირად მახსენდება გამონათქვამი: „რაც არ გკლავს, გაძლიერებს“, საკუთარ შეცდომებზე რა მისწავლია? - ადამიანებს მარტივად არ უნდა ენდო: ვიდრე იმოქმედებ, მანამდე უნდა დაფიქრდე. ეს ყველაფერი თეორიულად ვიცი, მაგრამ ერთი და იგივე შეცდომა ბევრჯერ დამიშვია....
ქართველი პოლიტიკოსებისგან ჩემი ფავორიტი ალეკო ელისაშვილია. ის ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, რომელსაც ვენდობი და ვაღიარებ. წესიერი ადამიანია. ძალიან ალალი, გულიანი, პატიოსანი...
ერთხელ მასთან ოჯახში ვიყავი და სიუჟეტი მოვამზადე. ეს ადამიანი ვინმემ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად რომ დაასახელოს, მხარს დავუჭერ.
მანიფესტაციებს, მსვლელობებს მოვაწყობ და მხარში ამოვუდგები“, - განუცხადა ნინუცა მაყაშვილმა „გზას“.