
ტელეწამყვანი უკვე ექვს თვეზე მეტია, „რუსთავი 2“-ის ერთ პროექტზე მუშაობს.
„მარაო რუსთავი 2“ - ეთერში ოქტომბრიდან გავა.
ახალი ტელეკომპანიის ძირითადი სამიზნე ქალები გახლავთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტელეკომპანიის საეთერო ბადე მამაკაცებს არ დააინტერესებთ.
პარალელურად, 16 სექტემბერს „პროფილის“ ახალ, მეთოთხმეტე სეზონსაც ხსნის თემით, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა...
„მას შემდეგ, რაც ''პროფილი'' გახდა სუპერრეიტინგული გადაცემა, ჩემი აზრით, ტელებაზარმა მოითხოვა, საგანგებოდ ქალებისთვის გაკეთებულიყო ტელევიზია.
შემოთავაზება ნიკა გვარამიასგან მივიღე. ეს იქნება ქალბატონებისთვის დროის გასატარებელი არხი, დილას რომ გადმორთავენ, მთელი დღე ჩართული ექნებათ.
გადაცემებს სუპერპოპულარული ვარსკვლავები წაიყვანენ - ნინა წკრიალაშვილი პირველად ცდის საკუთარ თავს წამყვანის ამპლუაში, თიკო სადუნიშვილი, ნუკი კოშკელიშვილი, თიკა ფაცაცია, შორენა ბეგაშვილი ჩვენს არხზე გამოჩნდებიან, ნიკა გრიგოლია გაუძღვება რეალურ შოუს სახელწოდებით „ერთგულების ტესტი“, სადაც ცნობილი ქართველი ქალბატონები მეუღლეების ერთგულებას შეამოწმებენ.
შორენა ბეგაშვილიც რეალურ შოუს წაიყვანს. სხვათა შორის, ძალიან მცირებიუჯეტიანი ტელევიზია იქნება, ისეთივე, როგორიც ''პროფილია''.
რაც მთავარია, აქ ვერ ნახავთ სისხლს, სროლებსა და ძალადობას.
„პროფილი“ ჩემი მთავარი შეყვარებულია და პირველი წელია, როცა მასზე უფრო ნაკლებს ვლაპარაკობ.
აქვე ვიტყვი, რომ საინტერესო სეზონი გვექნება, პირველ გადაცემას ბოლო დროის აქტუალურ თემაზე, ოჯახურ ძალადობაზე ვამზადებთ და 18 სექტემბერს გავა ეთერში, მოკლული ქალბატონების ოჯახის წევრები იქნებიან ჩვენი სტუმრები,
ეს გადაცემა-აქციაა, რითაც სეზონს დავიწყებთ. ახალ არხს სწორედ ''პროფილის'' გუნდთან ერთად ვაკეთებ და 24 საათიდან 24-ვეს გამოყენებას ვაპირებ,“ - აცხადებს მაია ასათიანი
„რეიტინგი“