-
2014-09-10 15:44
იუმორისტი მეუღლესთან ერთად პარიზში წასვლას გეგმავს.
„მაკასთან ერთად ღირშესანიშნავ დღეებში დავდივარ საზღვარგარეთ.
ერთხელ ახალ წელს ლონდონში შევხვდით, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენი ახალი წელი სჯობს იქაურს.
სადაც მაკას გარეშე მივდივარ, ყველგან დისკომფორტს განვიცდი. როცა დავქორწინდით, მე 18 წლის ვიყავი, მაკა – 17-ის და სხვანაირად ვერც წარმომიდგენია.
პარიზში არ ვარ ნამყოფი. ვერ გეტყვით, რომ ის ჩემი ოცნების ქალაქია, მაგრამ გეგმაში მაქვს, რომ იქ მაკასთან ერთად წავიდე.
ახლა პარიზში ჩემი შვილი, ქეთა და სიძე, შმაგი არიან. როცა დაბრუნდებიან და იქურობაზე მომიყვებიან, თუ მომეწონება, მეც აუცილებლად წავალ მაკასთან ერთად“, - აცხადებს დათო როსტომაშვილი.
„სარკე“