
როგორც გაირკვა, კინოს ისტორიაში არცერთი ფილმის გმირები არ იგინებიან ისე ჭარბად, როგორც კორსეზეს ფილმის პერსონაჟები.
სტატისტიკის თანახმად, ფილმში „უოლ-სტრიტის მგელი“ წუთში საშუალოდ ოთხი უცენზურო სიტყვა წარმოითქმება.
გინესის რეკორდების წიგნში ასევე მოხვდა პოპულარული სერიალი „სამეფო კარის თამაშები“, რომელიც მსოფლიო რეკორდსმენია უკანონოდ გადმოწერის კუთხით.
მხოლოდ პორტალ „E!Online“-ზე სერიალის თითოეული ეპიზოდის საშუალოდ 6 მილიონი გადმოწერა ხდება.
გინესის რეკორდების წიგნში სკანდალურად ცნობილი მომღერალი მაილი საირუსიც მოხვდა. მომღერალი ინტერნეტ საძიებლებში „ყველაზე ძიებადი“ სელებრითი ყოფილა.
რეკორდების წიგნს შეუერთდა კოლუმბიელი მომღერალი შაკირა, ფეისბუქში „ლაიქების“ და გამომწერების სარეკორდო მაჩვენებლის მიხედვით.
http://kvira.ge/