
მომღერალ ეთერ კაკულიას ავადმყოფობის ამბავი რამდენიმე თვის წინ მთელმა საქართველომ გაიგო.
ცოტა ხნის წინ მომღერალი ისრაელიდან დაბრუნდა, სადაც ოპერაცია გაიკეთა.
ქალბატონი ეთერი ახლა თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში წევს და რამდენიმე დღეში გამოწერენ.
„ვეღარ ვარ პოზიტიურად, იცი, როგორ მოვტყდი? ხმაზე არ ვიცი და გარეგნულად რომ მეტყობა, ამაში ორი დღის წინ დავრწმუნდი.
მე ხომ ისრაელიდან ჩამოვედი და ახლა თბილისში, კლინიკაში ვწევარ. აქ ერთი საყვარელი ქალი მუშაობს, სომეხი ჟანა, ''სანიტარია''. სულ დაფუსფუსებს, ოთახს ალაგებს, თეთრეულს მისწორებს.
ერთხელაც შემოვიდა და მისწორებს საბანს. გამოველაპარაკე, როგორი კარგი ქალი ხარ, ჟანა, სუფთა, წკრიალა-მეთქი. მისმინა, მისმინა და მომიტრიალდა, - კაცო, შენ რა ეთერ კაკულიასავით ლაპარაკობო.
ჟანა, შენ იცი, რომ მე ეთერ კაკულია ვარ-მეთქი, ვუთხარი.
რას ამბობ, კაცო, რასა ჰგავხარ, ტელევიზორში რა ლამაზი ხარო, მითხრა (იცინის).
მას მერე ამ ამბავს ვუყვები ყველას, მთელი საავადმყოფო ჩემი და ჟანას ისტორიაზე ხალისობს,“ - აღნიშნა ეთერ კაკულიამ.
„რეიტინგი“