-
2014-09-03 22:53
ანრი ჯოხაძის ცხოვრებაში გადაფასებების პერიოდია, მეგობრების სია გაფილტრა და ბევრი არასასიამოვნო ადამიანი ჩამოიშორა.
არც კარიერას ივიწყებს და უახლოეს მომავალში ახალ სოციალურ სკანდალს გვპირდება.
„დიეტაზე ვარ. 122 კილო ვიყავი და ახლა 116 ვარ. მივხვდი, რომ ჩემმა წონამ კრიზისულ ზღვარს მიაღწია და ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. მინდა იმ წონაზე დავდგე, რამდენიც კარიერის დასაწყისში ვიყავი – 90 კილოგრამი. ეს შედეგი სექტემბრის ბოლოს უნდა მივიღო.
ვთვლი, რომ მე ვარ მომღერალი, რომელიც მუდმივად ფორმაში უნდა იყოს. ნიკო გომელაურის ლექსზე „ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს“ სიმღერა დავწერე. მის ქვრივს დავურეკე და ძალიან ვთხოვე, უფლება მოეცა, ნიკოს ლექსი გამომეყენებინა. ამ სიმღერაზე კლიპის გადაღებას ვაპირებ, რომელიც სოციალური სკანდალი იქნება.
კლიპი სექტემბრის შუა რიცხვებში გამოვა. სათქმელი აღარც არის, რომ რეჟისორი თავად ვიქნები. ვიდეორგოლში ბევრ ცნობილ სახეს მოვიწვევ. კლიპის პრემიერის შემდეგ იტალიაში, ჩემს ძმასთან ვაპირებ გამგზავრებას და დასვენებას“, - განუცხადა „სარკეს“ ჯოხაძემ.