
მსახიობის თქმით, ამერიკაში მშობიარობა მას მეგობრებმა ურჩიეს და არც ინანა.
„ამერიკაში მშობიარობისთვის ძალიან ბევრი მიზეზი გვქონდა. იქ ტექნიკური თვალსაზრისითაც და პერსონალის მხრივაც უკეთესი სიტუაციაა, პროფესიონალები მუშაობენ.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ექიმები აქაც არიან, მაინც იქ წასვლა ვამჯობინეთ. საქართველოდან რვა თვის ორსული წავედი და ორი თვე იქ ვიყავით.
ალექსანდრე ჩიკაგოში დაიბადა. იქ ჩემმა რამდენიმე მეგობარმა გააჩინა ბავშვი და სწორედ მათ მითხრეს, ვერც კი წარმოიდგენ, რამხელა განსხვავებაა იქ მშობიარობასა და აქ მშობიარობას შორისო.
ამიტომ ჩვენც ვცადეთ და ნამდვილად ღირდა. არც ერთი წამით არ ვნანობ, რომ ამხელა გზაზე წავედით. თან ალექსანდრე ამერიკის მოქალაქე გახდა“, - აცხადებს მებურიშვილი „სარკესთან“ საუბრისას.